ახალი ამბები

პუტინს NATO-ში გაწევრიანება „ურიგოდ“ სურდა – ალიანსის ყოფილი გენ. მდივანი

4 ნოემბერი, 2021 • 2086
პუტინს NATO-ში გაწევრიანება „ურიგოდ“ სურდა – ალიანსის ყოფილი გენ. მდივანი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ჯორჯ რობერტსონის განცხადებით, წარსულში ვლადიმერ პუტინს  სურდა, რუსეთი ნატოში გაწევრიანებულიყო, მაგრამ არ სურდა, რომ ეს პროცესი წევრობის პროცედურების გავლით მომხდარიყო, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

რობერტსონმა ამის შესახებ პოდკასტში „One Decision“განაცხადა. ინფორმაციას ბრიტანული „The Guardian“ ავრცელებს.

რობერტსონის თანახმად, პუტინმა მათ პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურდა, რუსეთი დასავლეთ ევროპის ნაწილი გამხდარიყო.

„მას სურდა გამხდარიყო დაცული, სტაბილურად განვითარებული დასავლეთის ნაწილი, რისი ნაწილიც რუსეთი არასდროს ყოფილა“, – განაცხადა რობერტსონმა.

რობერტსონის განცხადებით, პუტინმა მას ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდნენ რუსეთს ნატოში, რაზეც უპასუხა, რომ ალიანსი მხარეებს არ იწვევდა გასაწევრიანებლად, არამედ, ქვეყნები თავად აფიქსირებდნენ განაცხადს წევრობის შესახებ, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი არ აპირებდა რიგში დგომას იმ ქვეყნებთან ერთად, “რომელთაც მნიშვნელობა არ ჰქონდათ”.

ჯორჯ რობერტსონი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციას 1999-2003 წლებში იკავებდა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი