ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ

4 ნოემბერი, 2021 •
აფხაზეთში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ

აფხაზური მხარის ცნობით, აფხაზეთში რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V-ის”  და “სპუტნიკ ლაითის” შეტანის შემდეგ [დაახლოებით ექვსი თვის წინ] სულ 10 443 მოქალაქე აიცრა, რაც ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

შესაბამისად, ჯანდაცვის უწყებაში მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის პროპაგანდის გაძლიერებაა საჭირო.

აფხაზური მხარე 15 ნოემბრისთვის რუსეთიდან კიდევ ელოდება “სპუტნიკის” დოზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი