საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ჩატარდა 48 615 ტესტირება.
ბოლო 24 საათში პირველი ან/და მეორე დოზით აიცრა 3 469 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.34%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.
ახალი 5 206 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 885
- აჭარა – 193
- იმერეთი – 979
- ქვემო ქართლი – 360
- შიდა ქართლი – 428
- გურია – 142
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378
- კახეთი – 530
- მცხეთა – მთიანეთი – 118
- სამცხე – ჯავახეთი – 157
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36
საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 738 171 შემთხვევა, რომელთაგან 678 288 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 238 გარდაიცვალა.