დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. უკრაინის ცესკო–ს მონაცემებით საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან სულ რაღაც ორ საათში 218 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 17,48% დაფიქსირდა.
იულია ტიმოშენკოს და ვიქტორ იანუკოვიჩის შტაბები აცხადებენ დარღვევების შესახებ.
– ”კოროვოგრადის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 10%–ით აღემატება საარჩევნო კომისიიის მიერ გაცხადებულ ოდენობასთან შედარებით”, – გამოთქვამენ უკმაყოფილებას იანუკოვიჩის შტაბში.
ამავდროულად უკრაინული საინფპრმაციო სააგენტო “ონიანი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხარკოვის №39 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიები ”გაქრა”. ყირიმში კი ორ საარჩევნო უბანზე აღმოაჩინეს კალმები, რომელთა მელანი მოგვიანებით ქრებოდა.