ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო და სომხეთი თავდაცვის სფეროში კავშირებს გააღრმავებენ | სამინისტრო

3 ნოემბერი, 2021 • 1724
საქართველო და სომხეთი თავდაცვის სფეროში კავშირებს გააღრმავებენ | სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, არშაკ კარაპეტიანთან და სომხეთის პრემირ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო განათლების, სამხედრო მედიცინის, მრავალეროვნული სწავლებების კუთხით არსებულ თანამშრომლობასა და ამ კავშირების გაღრმავებაზე”, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან.

“სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობითა და ურთიერთობების განვითარებით”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი