ახალი ამბები

კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – 3 ნოემბერი

3 ნოემბერი, 2021 •
კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – 3 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდ, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 -PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.46%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 2 237,
  • აჭარა – 229,
  • იმერეთი – 1 148,
  • ქვემო ქართლი – 417,
  • შიდა ქართლი – 508,
  • გურია – 183,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401,
  • კახეთი – 553,
  • მცხეთა-მთიანეთი – 124,
  • სამცხე-ჯავახეთი – 163,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114, საიდანაც 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 185 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640-მდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი