ახალი ამბები

არათანმიმდევრული იქნება პარლამენტის დატოვება და საკრებულოს მანდატებზე დათანხმება – ბოკუჩავა

1 ნოემბერი, 2021 • 2403
არათანმიმდევრული იქნება პარლამენტის დატოვება და საკრებულოს მანდატებზე დათანხმება – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არათანმიმდევრული იქნება, თუ პარლამენტარები დატოვებენ საკანონმდებლო ორგანოს, ხოლო, იმავდროულად,  საკრებულოს ახლად არჩეული წევრები ენმ-დან მანდატებზე დათანხმდებიან.

მისი თქმით, პარლამენტის დატოვების შესახებ პარტიამ  უნდა იმსჯელოს, რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პარლამენტარებზე არ არის დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, ჯერ ამაზე პასუხი არ არის, ამაზე პარტიამ უნდა იმსჯელოს. იმ მოწოდების შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა, მიმდინარეობს უკვე ამაზე მსჯელობა და ამას სჭირდება სერიოზული კოორდინაცია გუნდის შიგნით, არამხოლოდ ფრაქციაში, ასევე, პარტიაში პოლიტსაბჭოს შიგნით.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ არათანმიმდევრული იქნება, თუ პარლამენტარები ტოვებენ მანდატებს, მაგრამ, ამავდროულად, ვთანხმდებით საკრებულოს მანდატებზე იმ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რომელსაც არჩევნებს არ ვუწოდებთ. მე ვფიქრობ, მზაობა იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილების. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის, ბრძოლის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს მანდატი ან უმანდატობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ იმსჯელოს და ამის შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვვეტილება. მხოლოდ პარლამენტარების გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული“, – განუცხადა ბოკუჩავამ „ფორმულას“.

დღეს, 1 ნოემბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი