ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თბილისის პროტესტის გამო რუსეთის სახელით თამაში მოგვიწია” | სოხუმი

1 ნოემბერი, 2021 •
“თბილისის პროტესტის გამო რუსეთის სახელით თამაში მოგვიწია” | სოხუმი

აფხაზური მხარის ცნობით, ბელარუსში, 8-17 წლამდე ბავშვების კარატეს საერთაშორისო შეჯიბრების (KWU)  დროს, აფხაზი სპორტსმენები იძულებული იყვნენ, რუსეთის სახელით ეთამაშათ. მიზეზი კი, სოხუმის ცნობით, საქართველოს პროტესტი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიტალი ჭითანავამ გაავრცელა.

როგორც წესი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართული მხარე აკრედიტებული დიპლომატებისა და საელჩოების ჩართულობით სხვადასხვა ქვეყანაში, სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე აფხაზებს აფხაზეთის სახელით მონაწილეობას უზღუდავს, რადგანაც აფხაზეთს განიხილავს საქართველოს ტერიტორიად.

მასალების გადაბეჭდვის წესი