ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 5081 პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი(NCDC) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 19 886 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.83%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 928,
- აჭარა – 99,
- იმერეთი – 401,
- ქვემო ქართლი – 145,
- შიდა ქართლი – 105,
- გურია – 34,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128,
- კახეთი – 221,
- მცხეთა-მთიანეთი – 31,
- სამცხე-ჯავახეთი – 40,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 674.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 721 388-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 089 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 665 599-მდე.