ახალი ამბები

ქუთაისში გახარიას თანაგუნდელის ავტომობილს შუშა ჩაუმსხვრიეს

31 ოქტომბერი, 2021 • 983
ქუთაისში გახარიას თანაგუნდელის ავტომობილს შუშა ჩაუმსხვრიეს

ქუთაისის საკრებულოს წევრის, ელეონორა არჩაიას ავტომობილს ქუთაისში შუშა ჩაუმსხვრიეს.

ელეონორა არჩაია გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრიცაა და სწორედ ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის ავტომობილზე პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

როგორც არჩაია ამბობს, ის ეკლესიაში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში იყო შესული, გამოსულს კი შუშა ჩამსხვრეული დახვდა, ჩანთა და ტელეფონი კი მანქანაში, ადგილზე იყო. გახარიას თანაგუნდელი სწორედ ამ მიზეზით ვარაუდობს, რომ თავდასხმის მიზანი ძარცვა არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მიხედვით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი