საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 389 ადამიანი, ჩატარდა 36 193 ტესტირება.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.68%.
ახალი 3 382 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 287
- აჭარა – 141
- იმერეთი – 664
- ქვემო ქართლი – 292
- შიდა ქართლი – 219
- გურია – 65
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 197
- კახეთი – 352
- მცხეთა – მთიანეთი – 76
- სამცხე – ჯავახეთი – 69
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
საქართველოში სულ კორონავირუსის 719 247 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 660 518 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 045 გარდაიცვალა.