ახალი ამბები

არჩილ ჩიქოვანი 51.018% – გიორგი კირთაძე 48.982% | წინასწარი შედეგები ბათუმში

31 ოქტომბერი, 2021 • 13419
არჩილ ჩიქოვანი 51.018% – გიორგი კირთაძე 48.982% | წინასწარი შედეგები ბათუმში

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა.

“ცესკოს” თანახმად, დათვლილია ბათუმის საარჩევნო უბნების 100%. შედეგები ასე ნაწილდება:

  • გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 48.982%
  • არჩილ ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ — 51.018%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჩიქოვანს მიღებული აქვს 38 236 ხმა, რაც მხოლოდ 1 526 ხმით მეტია გიორგი კირთაძის შედეგზე.

ამ დროისთვის, “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ ყველა ქალაქის მერის არჩევნებში, გარდა წალენჯიხისა. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და დასძენს, რომ თავის შედეგებს დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი