ახალი ამბები

ზუგდიდის მე-2 უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს – თავმჯდომარის თქმით, „ურთიერთშელაპარაკების გამო“

30 ოქტომბერი, 2021 • 15440
ზუგდიდის მე-2 უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს – თავმჯდომარის თქმით, „ურთიერთშელაპარაკების გამო“

ზუგდიდის მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიამ ორი დამკვირვებელი გააძევა უბნიდან.

როგორც „ნეტგაზეთს“ განუცხადა საუბნო კომისიის თავმჯდომარე მარიანა კვარაცხელიამ, დამკვირვებლების გაძევების საფუძველი მათი მხრიდან ურთიერთშელაპარაკება გახდა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, დამკვირვებლები საუბნო რეგისტრატორებთან ახლოს იდგნენ და ხელს უშლიდნენ კომისიის წევრებს მუშაობაში.

„ერთ-ერთი ვიდეოს იღებდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც რთავდა ტელეფონს. ამის შემდეგ ერთმანეთში შეკამათება მოხდა ორ დამკვირვებელს შორის“, – ამბობს მარიანა კვარაცხელია.

ერთი დამკვირვებელი წარმოადგენდა ორგანიზაციას „კავშირი – მწვანე დედამიწა“, მეორე კი- „აჭარის განვითარების ცენტრს“.

ამ ორი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები დღეს ზუგდიდში პოლიციამ ურთიერთდაპირისპირების შემდეგ დააკავა.

ერთი, გიორგი მუმლაძე, რომელიც „აჭარის განვითარების ცენტრს“ წარმოადგენდა, ენმ-ის მხარდამჭერი იყო, მეორე, ჯონი ციმინტია, რომელიც „მწვანე დედამიწის“ აკრედიტაციით იმყოფებოდა უბანზე, – „ქართული ოცნების“.


შენიშვნა: გარეკანის ფოტო არ ასახავს ზუგდიდის მე-2 საუბნო კომისიას

მასალების გადაბეჭდვის წესი