ახალი ამბები

ხმაური რუსთავის 38-ე უბანზე

30 ოქტომბერი, 2021 • 767
ხმაური რუსთავის 38-ე უბანზე

რუსთავის 38-ე უბანზე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის მისვლას ხმაური მოჰყვა.

ლევან ხაბეიშვილის თანახმად, იგი უბანზე მივიდა, რადგან დამკვირვებლებს საშუალება არ ეძლეოდათ, დაკვირვებოდნენ პროცესს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის ,ანუკი გაბინაშვილის განცხადებით, უბანზე რეგისტრატორების დაკვირვების საშუალება არ მისცეს.

38-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის, ლარისა ბერიას განცხადებით, დამკვირვებლები რეგისტრატორებთან ძალიან ახლოს დგანან და ხელს უშლიან მათ მუშაობაში, რის გამოც დამკვირვებელი სიტყვიერად გააფრთხილა.

უბანზე მივიდა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი გაგა აფციაური, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებს უფლება აქვთ ხელშეშლის გარეშე დააკვირდნენ რეგისტრატორთა მუშაობას.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი