ახალი ამბები

შსს: ბორჯომში კაცმა თანასოფლელი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

29 ოქტომბერი, 2021 • 797
შსს: ბორჯომში კაცმა თანასოფლელი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის გამო სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ ბრალდებულმა თავის მეუღლეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

უწყების განცხადებით, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება:

“სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი