ახალი ამბები

რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ? — ღარიბაშვილი ზუგდიდზე

28 ოქტომბერი, 2021 • 1594
რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ? — ღარიბაშვილი ზუგდიდზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ანზორ მელიას გამარჯვებას “არავითარი აზრი არ აქვს”. აღნიშნულის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“მე მინდა, მოსახლეობას, მათ შორის, სააკაშვილის ამომრჩეველს მივმართო: რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება მისი ამომრჩევლების მიმართ, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა დავადასტურო იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენს მიმართ განსხვავებული შეხედულება აქვთ.

მაგრამ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მინდა, მათ ვუთხრა: არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ: აი, რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ?

მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არა ის, რომ მხოლოდ დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი შევიტანოთ ადგილზე”, — დასძინა მან.

ზუგდიდის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა, ხოლო ქალაქის მერის არჩევნებში 30 ოქტომბერს მე-2 ტური იმართება. პირველ ტურში ენმ-ის კანდიდატმა და ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ, 46.8% აიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” – 41.1%.

როგორ აზიანებს ღარიბაშვილის მუქარა თვითმმართველობის იდეას

მასალების გადაბეჭდვის წესი