ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების მინისტრი უფრო ეფექტური პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს

28 ოქტომბერი, 2021 • 959
შერიგების მინისტრი უფრო ეფექტური პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს

“ჩვენ შევიმუშავებთ ახლებურ ინიციატივებს და მიდგომებს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გახდეს საჭიროებებზე მორგებული და მეტად უფრო ეფექტიანი, რათა მიღწეულ იქნას შერიგება, ნდობის აღდგენა და ომით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოება“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით გაიმართა მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა.

ოფიციალური ცნობითვე, სხდომის მონაწილეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი – შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპი.

“ჩვენ, ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე დავამტკიცეთ 2010 წლის ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ასევე ერთობლივად სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოოორდინაციით და ხელმძღვანელობით და ვიმსჯელეთ სტრატეგიული გადახედვის მომდევნო ეტაპებზე, კონკრეტულ გზებზე, რომლის ფარგლებშიც სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა”, – ვკითხულობთ შერიგების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციში.

მასალების გადაბეჭდვის წესი