ახალი ამბები

კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი – 28 ოქტომბერი

28 ოქტომბერი, 2021 • 707
კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 177 პირი და ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.89%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 502
  • აჭარა – 105
  • იმერეთი – 732
  • ქვემო ქართლი – 273
  • შიდა ქართლი – 279
  • გურია – 113
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296
  • კახეთი – 523
  • მცხეთა – მთიანეთი – 69
  • სამცხე – ჯავახეთი – 92
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 707 290 შემთხვევა, რომელთაგან 647 878 გამოჯანმრთელდა, ხოლო  9 918 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი