ახალი ამბები

ზუგდიდში ენმ-ის აქცია იმართება

27 ოქტომბერი, 2021 • 1171
ზუგდიდში ენმ-ის აქცია იმართება

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზომ მელიამ, ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ, ჩხოროწყუს მერობის კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ და სხვა გამომსვლელებმა.

ზუგდიდში გამართული აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ გამართული დასკვნითი ღონისძიებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი