ახალი ამბები

რას გეგმავს უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის უფლებების დასაცავად

27 ოქტომბერი, 2021 •
რას გეგმავს უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის უფლებების დასაცავად

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია ჯანმრთელობის, პროცესუალური და აღმსარებლობასთან დაკავშირებული უფლებები.

დენისოვას თქმით, ამის შესახებ წერილს მისწერს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი შეეცდება შეხვედრას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მიაწვდის ინფორმაციას სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

“სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევები. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ამ ინფორმაციას მივიტან ევროკავშირის ქვეყნების ელჩებამდე. მივწერ დასკვნას ევროპარლამენტს. ახლა შევხვდები საქართველოს სახალხო დამცველს და, ვფიქრობ, საერთო პოზიციას შევიმუშავებთ”, — განაცხადა ლიუდმილა დენისოვამ.

სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითიდღე სუსტდება — უკრაინის სახალხო დამცველი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი