ახალი ამბები

კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 27 ოქტომბერი

27 ოქტომბერი, 2021 • 787
კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 27 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 137 ადამიანი, ჩატარდა 53 434 კვლევა ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.80%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 412
  • აჭარა – 115
  • იმერეთი – 873
  • ქვემო ქართლი – 356
  • შიდა ქართლი – 363
  • გურია – 92
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279
  • კახეთი – 614
  • მცხეთა – მთიანეთი – 108
  • სამცხე – ჯავახეთი – 89
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 703 281 შემთხვევა, რომელთაგან 642 701 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9 873 ადამიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი