ახალი ამბები

თბილისში სასტუმრო Hilton Inn გაიხსნა

26 ოქტომბერი, 2021 • 1295
თბილისში სასტუმრო Hilton Inn გაიხსნა

დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნა. მის გახსნას მთავრობის წარმომადგენლები და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

მთავრობის ინფორმაციით, ამ პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, აქ სხვადასხვა კატეგორიის 170 ოთახი და 8 საკონფერენციო დარბაზია მოწყობილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სასტუმრო კომპანია „რედიქსმა“ გახსნა. აღნიშნული კომაპნიის დირექტორი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი