ახალი ამბები

ხობში დაკავებული პოლიციის ყოფილი უფროსი მე-5 დღეა შიმშილობს – ადვოკატი

26 ოქტომბერი, 2021 • 1461
ხობში დაკავებული პოლიციის ყოფილი უფროსი მე-5 დღეა შიმშილობს – ადვოკატი

ხობში დაკავებული პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა მე-5 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.

როგორც „ნეტგაზეთს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, რაფავას ზოგადი სისუსტე აღენიშნება. რაფავა ამჟამად ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ის 21 ოქტომბერს ხობში დააკავეს და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დაკავებულის ახლობლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რაფავა საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული ოპოზიციის რიგებიდან და ამის გამო იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო. მცირე ხნის შემდეგ სამსახური დატოვა ჭაბუკა რაფავამაც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში მუშაობდა.

აღნიშნულის გამო თანამდებობა დატოვა შსს-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამ და რომან ანთიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი