ახალი ამბები |

19 არასამთავრობო სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე განცხადებას ავრცელებს

26 ოქტომბერი, 2021 | | 769
19 არასამთავრობო სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

განცხადების ავტორების თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც უკვე 26-ე დღეა მიმდინარეობს, ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში.

საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი, N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც N8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერები  მოუწოდებენ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • მედიის განვითრების ფონდი (MDF)
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • საზოგადოება და ბანკები
  • საფარი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ცენტრი „ემპათია“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართიანობის ცენტრი (SJC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

მასალების გადაბეჭდვის წესი