ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ “ნარკანის” ურეცეპტოდ გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

25 ოქტომბერი, 2021 • 1734
ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ “ნარკანის” ურეცეპტოდ გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ “ნარკანის” რეცეპტის გარეშე გაცემის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

ხუნდაძის განმარტებით, პრეპარატი “ნარკანი” ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა აფთიაქში, რაც ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შემთხვევაში ლეტალობის რისკს შეამცირებს:

“ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები, საჭირო მოხმარების პრეპარატი ე.წ. „ნარკანი“ ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ”, – განაცხადა ხუნდაძემ სხდომაზე.

პრეპარატი “ნარკანი” ამჟამად მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. პრეპარატი გამოყენება ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შემთხვევაში, ის ხელს უშლის ნარკოტიკული ნივთიერებების ცენტრალური და პერიპეტიული მოქმედებების გამოვლინებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი