ახალი ამბები

კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი, 2021 • 1155
კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – 25 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 650, ჩატარდა 22 847 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,5%-ია, ბოლო 14 დღის- 9,05%, ხოლო ბოლო 7 დღის – 9,04%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 704
  • აჭარა – 93
  • იმერეთი – 438
  • ქვემო ქართლი – 130
  • შიდა ქართლი – 84
  • გურია – 33
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129
  • კახეთი – 253
  • მცხეთა – მთიანეთი – 16
  • სამცხე-ჯავახეთი – 48
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 694 182 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 635 611 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 788 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი