ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

24 ოქტომბერი, 2021 • 2430
ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სავალდებულო აცრის დაწესებას არ დაუშვებს.

აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„მინდა ცალსახად ვთქვა, რომ მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მე მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე რომ ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის განცხადებას წინ უძღოდა ამირან გამყრელიძის განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, სადაც NCDC-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს.

გამყრელიძე აღნიშნავდა, რომ აცრების შემდგომი ინტენსიფიცირების თვალსაზრისით, სხვა ქვეყნების მსგავსაც საქართველოსაც ერთადერთი ბერჯეტი აქვს – გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, აუცრელ ადამიანებს კი ამა თუ იმ რონისძიებებში მონაწილეობა შეეზღუდოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი