ახალი ამბები

ვაშაძემ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მოინახულა

23 ოქტომბერი, 2021 • 1577
ვაშაძემ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მოინახულა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მას ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, რაზე ისაუბრა ყოფილ პრეზიდენტთან.

“რაც შეეხება იმას, ენმ-ის წევრი ვარ თუ არა… წყალს წაუღია ყველა პარტია. ყველა პარტიის წევრობაზე წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული…

რაზე ვისაუბრე პრეზიდენტთან, ჟურნალისტებთან განხილვას არ ექვემდებარება. მისი გზავნილი იყო, რაც მე მითხრა და რაც კარგად დავიმახსოვრე”, — დასძინა მან.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილი “ფიზიკურად არ არის დასუსტებული, თუმცა ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან [შიმშილობის] 23-ე დღეა”.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, პარტია გასული წლის დეკემბერში დატოვა. თავისი გადაწყვეტილება მან ენმ-ში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენითა და სხვა მიზეზებით ახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი