ახალი ამბები

კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 23 ოქტომბერი

23 ოქტომბერი, 2021 • 1277
კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 23 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 790 პირი და ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, PCR ტესტით – 21 436.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 9,09%.

4 467 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 462შემთხვევა,
  • აჭარა – 119,
  • იმერეთი – 876,
  • ქვემო ქართლი – 283,
  • შიდა ქართლი – 300,
  • გურია – 78,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322,
  • კახეთი – 734,
  • მცხეთა-მთიანეთი – 123,
  • სამცხე-ჯავახეთი – 107,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 469 ადამიანი აიცრა.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 626 478 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 699 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი