ახალი ამბები

როსტოვში მილის ხარვეზის გამო ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკი გააჩერეს

22 ოქტომბერი, 2021 • 1026
როსტოვში მილის ხარვეზის გამო ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკი გააჩერეს

რუსეთის ქალაქ როსტოვში ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკი მთელი ღამით გააჩერეს, მიზეზი მილგაყვანილობაში აღმოჩენილი ხარვეზია.

როგორც BBC-ის რუსული ბიუროი უწყება, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ატომური ელექტროსადგურიდან გამოჟონა ორთქლმა. თუმცა, როგორც ოფიციალური უწყებები ირწმუნებიან, ხარვეზი იყო თბოგაყვანილობაში და ინციდენტის შემდეგ ადგილზე რადიაციული ფონი არ მომატებულა და დასაშვები ნორმის ფარგლებშია.

მათივე ინფორმაციით, მეორე ენრგობლოკი, სადაც ხარვეზი აღმოაჩინეს, ამჟამად საერთო ქსელიდან გამორთულია და იქ სარემონტო ამუშაოები დაიწყეს.

გარეკანი ფოტო: TASS

მასალების გადაბეჭდვის წესი