ახალი ამბები

კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა და 40 გარდაცვლილი – 22 ოქტომბერი

22 ოქტომბერი, 2021 • 1263
კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა და 40 გარდაცვლილი – 22 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 507 პირი და ჩატარდა 49 960 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 008, PCR ტესტით – 17 952.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო 7 დღის – 8,99%.

4 155 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 352 შემთხვევა,
  • აჭარა – 143,
  • იმერეთი – 777,
  • ქვემო ქართლი – 287,
  • შიდა ქართლი – 306,
  • გურია – 95,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299,
  • კახეთი – 669,
  • მცხეთა-მთიანეთი – 96,
  • სამცხე-ჯავახეთი – 95,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 684 337 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 624 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 657 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი