ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზ სასულიერო ლიდერს სურს, ილია მეორესთან დიალოგი მოსკოვში გაიმართოს

21 ოქტომბერი, 2021 • 2618
აფხაზ სასულიერო ლიდერს სურს, ილია მეორესთან დიალოგი მოსკოვში გაიმართოს

“საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა მხოლოდ მოსკოვშია შესაძლებელი”, – აცხადებს აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში აფხაზეთის [დე ფაქტო] მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი ბესარიონ აპლია.

მისი განცხადებით,, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ სურს, რაიმე სულიერი კავშირი ჰქონდეს მათთან, ვინც აფხაზეთს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად.

საქართველოს საპატრიარქომ ბესარიონ აპლია, რომელიც „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ წინამძღვარია და მოიაზრება ადგილობრივი ეკლესიის პრორუსულ განშტოებად, არსებულ პრობლემებზე დიალოგისთვის თბილისში მას შემდეგ მოიწვია, რაც აპლიას მიმართვა მიიღო.

აპლია საკუთარ მიმართვაში რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს, მის მიერ მოხმობილ ისტორიულ მოვლენებზე დაყრდნობით, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას სთხოვდა.

აპლიასთვის გაგზავნილ საპატრიაქროს წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, ქართული ეკლესია კატეგორიულად არ ეთანხმება მომართვის შინაარსსა და სულისკვეთებას, აღიარებს დიალოგის დაწყების აუცილებლობას და ამიტომ იწვევს მას თბილისში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი