ახალი ამბები

4411 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი — 21 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

21 ოქტომბერი, 2021 •
4411 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი — 21 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

21 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა, ვირუსს დამატებით ემსხვერპლა 29 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით, ჯამში, 9 617 პირი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, გასულ დღე-ღამეში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.21% იყო, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8.83% ხოლო 7 დღის განმავლობაში — 9.05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა;
  • აჭარა — 111;
  • იმერეთი — 827;
  • ქვემო ქართლი — 293;
  • შიდა ქართლი — 347;
  • გურია — 93;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 348;
  • კახეთი — 696;
  • მცხეთა-მთიანეთი — 104;
  • სამცხე-ჯავახეთი — 88;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 358, საიდანაც 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მამთგან მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 289 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი