ახალი ამბები

მარნეულში ბაზრის ნაწილი დაიწვა

21 ოქტომბერი, 2021 • 1193
მარნეულში ბაზრის ნაწილი დაიწვა

მარნეულის ბაზარში ხანძარი გუშინ, 20 ოქტომბრის საღამოს გაჩნდა. დაიწვა რამდენიმე მაღაზია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, დაშავებული არავინაა.

დამწვარია დაახლოებით 70 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც 10-მდე მაღაზია იყო. ადგილობრივების ცნობით, დამწვარია ჭურჭლისა და საქორწინო აქსესუარების მაღაზიები.

“დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენი მაღაზია იწვისო, სანამ მოვედით, ყველაფერი დაიწვა, რამ გამოიწვია ხანძარი, არ ვიცით. ამბობენ, რომ ცეცხლი ბაზრის მეორე მხარეს გაჩნდა. ჩემი მაღაზია მთლიანად არის დამწვარი. როცა მოვედი, მეხანძრე-მაშველები ცეცხლს აქრობდნენ უკვე. ამბობდნენ, რომ დაიგვიანეს და ეს ყველაფერი რომ დაიწვ,ა მერე მოვიდნენო. 10 მაღაზიამდეა დამწვარი”, – უთხრა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ “ფორმულას” [ფორმულას თარგმანი].

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გარეკანის ფოტო: FB/რადიო მარნეული

მასალების გადაბეჭდვის წესი