ახალი ამბები

“მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის” — ფოტიგა ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ

20 ოქტომბერი, 2021 • 3136
“მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის” — ფოტიგა ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირება მოახდინა.

“როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირება გავაკეთე. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის”, — წერს ანა ფოტიგა.

ანა ფოტიგას ინიცირებული შესწორება გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკველობებს, უკანონო “ბორდერიზაციას” და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ფოტიგას პოსტს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ “არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ”. ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა და ევროპარლამენტარებს მოუწოდა, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ.

ევროპარლამენტარები, ყოფილი თანამდებობის პირები და სხვები სააკაშვილის დაკავებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი