ახალი ამბები

გომისმთისა და ბახმაროს გზები თოვლის გამო ჩაიკეტა

20 ოქტომბერი, 2021 • 1390
გომისმთისა და ბახმაროს გზები თოვლის გამო ჩაიკეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე გადაადგილება აიკრძალა.

ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ32 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი