3 აპრილის საღამოს პოლიციამ გომისმთის გზაზე კაცის ცხედარი იპოვა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
პოლიციას კაცის ოჯახმა მიმართა მას შემდეგ, რაც ის, დაახლოებით, ორი დღის მანძილზე არ გამოჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.