ახალი ამბებირეკლამა

ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი – ალდაგის სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

20 ოქტომბერი, 2021 • 926
ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი – ალდაგის სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

ალდაგის ახალი პროდუქტი სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მზადაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა ჯანმრთელობის მოულოდნელი კრიტიკული მდგომარეობის დადგომისას.

სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევისგან იმით განსხვავდება, რომ მოიცავს მსხვილი თანხის ანაზღაურებას გარდაცვალების ან კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში.

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა 16 ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მოიცავს, მათ შორის სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი, კომა, თირკმლის უკმარისობა, ალცჰაიმერის დაავადება და ა.შ.ამ დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელი 100 000 ლარამდე თანხას მიიღებს, რომელიც მას დაავადების დამარცხებაში დაეხმარება. ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას უფასოდ მოყვება შვილების დაზღვევა.

„კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ამ პროდუქტს ახლავს, წლების განმავლობაში უცვლელი ფასია. ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, მომხმარებელს არ მოუწევს ყოველ წელს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის განახლება და ყოველ წელს განსხვავებული ფასის გადახდა. ფასი იქნება ფიქსირებული და მინიმალური, პირობითად თვეში 10 ლარით ადამიანს შეუძლია 50 000-მდე ლარის მობილიზება კრიტიკული დაავადების დადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში,“- ამბობენ ალდაგში

ანაზღაურების პროცედურა შემდეგია: კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში, დაზღვეული იღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა დაზღვეულის მიერ მითითებულ პირს სრულად გადაეცემა, რომლის განკარგვის თავისუფლება მას ექნება.

ვებგვერდზე life.aldagi.ge მომხმარებელს შეუძლია თავად დაიანგარიშოს ინდივიდუალური ფასი, რომელსაც ის ფიქსირებულად გადაიხდის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაში. ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკსა და სქესზე, ასევე ლიმიტებზე, რომელსაც ის აირჩევს. ანაზღაურების მაქსიმუმი 100,000 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი