ახალი ამბები

2022 წლიდან ეროვნულებზე მესამე სავალდებულო საგნებზე არჩევანი იზრდება

20 ოქტომბერი, 2021 • 792
2022 წლიდან ეროვნულებზე მესამე სავალდებულო საგნებზე არჩევანი იზრდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის [NAEC] ინფორმაციით, 2022 წლიდან მესამე სავალდებულო საგანზე არჩევანი იზრდება.

აქამდე არსებული სისტემით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო საგანს აბარებდნენ: ქართულ ენას, უცხო ენასა და მათემატიკას, ან ისტორიას. მეოთხედ კი ირჩევდნენ იმ საგანს, რომელსაც ესა თუ ის ფაკულტეტი ითხოვდა, მაგალითად, ბიოლოგია/ქიმია სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებებისთვის და ა.შ.

„2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება“, — აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი