ახალი ამბები

კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 20 ოქტომბერი

20 ოქტომბერი, 2021 • 928
კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 20 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი და ჩატარდა 57 301 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 635, PCR ტესტით – 20 666.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,11%-ია, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო 7 დღის – 9,02%.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 619 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 588 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი