ახალი ამბები

კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი – 19 ოქტომბერი

19 ოქტომბერი, 2021 • 1112
კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი – 19 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 082 პირი და ჩატარდა 56 555 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 546, PCR ტესტით – 14 009.


დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,15%-ია, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 670 552 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 616 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 546 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი