ახალი ამბები

“წარმოუდგენელი სიბინძურეა” — ოპოზიცია “ოცნების” კლიპზე

18 ოქტომბერი, 2021 • 3042
“წარმოუდგენელი სიბინძურეა” — ოპოზიცია “ოცნების” კლიპზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე “წარმოუდგენელ სიბინძურედ” აფასებს “ქართული ოცნების” მიერ ენმ-ის დამთავრების მოწოდებით გაქმოვეყნებულ ვიდეოს.

“9 წლის შემდეგ “ქართული ოცნების” მთავარი კამპანია არის კლიპი, რომელსაც აწერია “ნაცობა სირცხვილია”. “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფბ-ზეა მოწოდება ოპოზიციური პარტიის განადგურებისკენ”, — წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში. .

ვიდეორგოლს გამოეხმაურა “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც.

“სანამ ბიუროს სხდომაზე ვცდილობდით, რომ ვითომ “ალმას” და სინამდვილეში “ოცნების” ინიციატივა ცენზურის მცდელობაზე დაჩქარებულად მაინც არ დამტკიცებულიყო, ოცნების ოფიციალურ გვერდზე ახალი “შედევრი” გამოაქვეყნა მმართველმა ძალამ თავისი მმართველობის მესამე ვადაში! ისე გულმხურვალედ მიმტკიცებდნენ ბიუროზე, ჩვენ სიძულვილის და დაპირისპირების შეწყვეტა გვინდაო, თითქოს ვინმე უშლიდეს, ან კანონი თუ არ აუკრძალავს, ისე თავისით მონტაჟდება ეს უნიჭობები. არ შეგიძლიათ თქვენ სიძულვილის გარეშე, მოკვდებით, ზიზღი რომ არ აფრქვიოთ და კანონებს მაინც შეეშვით! ტვინიც დაატანეთ, როცა რამე სლოგანზე მსჯელობთ, დამთავრება არ გამოდისო, ნუთუ არცერთმა არ თქვით, ისეთი შეშინებული ხართ? არც “გაფარჩაკება” გამოდის და არც “დამთავრება”, როცა ასეთი მიზანს ისახავს ხელისუფლება, უმძიმესად ასრულებს!”, — აცხადებს სამნიძე.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების წევრების კადრებია და სრულდება მოწოდებებით “ნაცობა სირცხვილია” და “დავამთავროთ ნაცები”. ვიდეო დღეს, 18 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ფეისბუქგვერზე გამოქვეყნდა, პარალელურად კი, მმართველი პარტია პარლამენტში სიძულვილის ენის შემზღუდავი სარეკლამო ბანერების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა. ამ იდეის ინიციატორი კომპანია “ალმაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი