“გვესმის პრეზიდენტის მოწოდების და გვაქვს სურვილი, რომ გავითვალისწინოთ ეს მოწოდება. უბრალოდ, მისიის მიმართ გვაქვს აღებული გარკვეული პასუხისმგებლობები.  ვერ გავაკეთებთ ისე, რომ სადამკვირვებლო მისია უხარისხოდ განხორციელდეს ჩვენი წარმომადგენლების არწასვლით” –  განაცხადა ეკა სირაძემ.

საქართველო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის, რათა დაიცვას “ნეიტრალიტეტი” ორივე კანდიდატის მიმართ და შეინარჩუნოს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილგანწყობა, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 3 თებერვალს.

პრეზიდენტის პრესსსპიკერმა ასევე მოუწოდა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეული და აკვირდებიან არჩევნებს, დაბრუნდნენ სამშობლოში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *