ახალი ამბები

კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა

18 ოქტომბერი, 2021 • 1698
კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი” ავრცელებს.

კოლინ პაუელი იყო პირველი შავკანიანი ამერიკელი სახელმწიფო მდივანი (2001-05) წლებში. ის იყო პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-89) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი (1989-93).

მასალების გადაბეჭდვის წესი