თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, ქალი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა, ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რამდენიმე მედია, მათ შორის „ფორმულა“, წერს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი ცეცხსლსასროლი იარაღით მოკლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყება დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.