ახალი ამბები

„ოცნების“ 19 წევრი, ენმ-ს 13 – ვინ შედის საკრებულოში | 40 პროპორციული ადგილი

16 ოქტომბერი, 2021 • 12669
„ოცნების“ 19 წევრი, ენმ-ს 13 – ვინ შედის საკრებულოში | 40 პროპორციული ადგილი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა თბილისის პროპორციული არჩევნების შედეგები.

თბილისის საკრებულოში 50 წევრი აირჩევა, რომელთაგან წელს, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40 წევრი პროპორციული წესით აირჩიეს, ხოლო 10 – მაჟორიტარული წესით.

ცესკომ 16 ოქტომბერს შეაჯამა პროპორციული არჩევნების შედეგები, შესაბამისად, საკრებულოში 40 მანდატი ასე გადანაწილდა:

  1. ქართული ოცნება  – 19
  2. ნაციონალური მოძრაობა – 13
  3. „საქართველოსთვის“ – 4
  4. ლელო – 2
  5. ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ – 1
  6. ანა დოლიძის „ხალხისთვის“ – 1

რაც შეეხება 10 მაჟორიტარულ ოლქს: თბილისში პირველად მონაცემებით 9 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს. შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს.

მეორე ტური 10 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ საბურთალოზეა ჩანიშნული, სადაც ავთანდილ ცინცაძემ აქ 38.16% მიიღო, ბორის ყურუამ  (ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძის პარტიიდან) კი – 14.34%.

„ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით გასული დეპუტატები არიან:

  1. ლევან ჟორჟოლიანი
  2. ოთარ გრიგოლია
  3. თინათინ ნიბლოშვილი
  4. გიორგი ჩაკვეტაძე
  5. ნიკოლოზ კახეთელიძე
  6. ნინო ვარდოსანიძე
  7. აკაკი ალადაშვილი
  8. გიორგი ახველდიანი
  9. ნინო რუხაძე
  10. ლევან აბაშიძე
  11. გურამ ოქროპირიძე
  12. ანა კაკაბაძე
  13. ვლადიმერ ბოჟაძე
  14. ალექსანდე ხუჯაძე
  15. მარიამ ზაქარიაშვილი
  16. ლევან დავითაშვილი
  17. შალვა ობგაიძე
  18. ნათია მოდებაძე
  19. ლევან არველაძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში წარმოადგენენ:

  1. სოფიო ჯაფარიძე
  2. თორნიკე ბიკაშვილი
  3. ანა გოგოლაძე
  4. ირაკლი ეძგვერაძე
  5. ირაკლი ნადირაძე
  6. ლილე ლიპარტელიანი
  7. მამუკა გუგეშაშვილი
  8. მიხეილ კაკაურიძე
  9. ნინო კვიტაიშვილი
  10. შოთა გრიგოლია
  11. გიორგი ონიანი
  12. ბარბარიძე ჯიმელი სულაშვილი
  13. ზვიად კუპრავა

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“:

  1. ლევან დოლიძე
  2. ზაზა თავაძე
  3. სალომე კობალაძე
  4. გიორგი შარაშიძე

ლელო:

  1. ბადრი ჯაფარიძე
  2. საბა ბუაძე

ზურა ჯაფარიძის „გირჩი“:

  1. თენგიზ კირთაძე

ანა დოლიძე – „ხალხისთვის“:

  1. ალექსანდრე რატიშვილი

რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ:

  1. ზურაბ აბაშიძე (მთაწმინდა)
  2. ლევან ჯაფარიძე (კრწანისი)
  3. გიორგი ტყემალაძე (ვაკე)
  4. ზურაბ ჩიკვილაძე (ჩუღურეთი)
  5. ირაკლი ხელაძე (ნაძალადევი)
  6. გივი ჩხარტიშვილი (დიდუბე)
  7. კახაბერ ლაბუჩიძე (ისანი)
  8. რევაზ სოხაძე (სამგორი)
  9. კონსტანტინე ზარნაძე (გლდანი)

მასალების გადაბეჭდვის წესი