ახალი ამბები

ცესკო თბილისში არჩევნების შემაჯამებელ სხდომას მართავს

16 ოქტომბერი, 2021 • 1555
ცესკო თბილისში არჩევნების შემაჯამებელ სხდომას მართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ წუთებში თბილისში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელ სხდომას მართავს.

რამდენიმე საათით ადრე ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პირველი ტურის საბოლოო შედეგებით, მეორე ტურები 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

ცესკომ 16 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.

დღესვე, ამავე სხდომაზე, ცესკო მიიღებს ცესკო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის 30 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.