ამ წუთებში სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
„მიშა! მიშა! თავისუფლება მიშას“! – სკანდირებენ აქტივისტები. ისინი ექსპრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
დემონსტრაციას მოჰყვა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა.
აქტივისტები გვირაბში სტიკერების გაკვრას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევთ.