ახალი ამბები

პირადმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა

15 ოქტომბერი, 2021 • 1873
პირადმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა

პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეულ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მას სააკაშვილის მონახულება შეზღუდული ჰქონდა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი გამოიყურება იმაზე მხნედ, ვიდრე ამას წარმოიდგენდა.

„როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. ჯერჯერობით, საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, დადგება ეს მომენტიც“, — უთხრა ყიფშიძემ ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს 19 ოქტომბერს ჩაუტარდება სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევები და ექიმთა ჯგუფი ამის მიხედვით შეაფასებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა აღნიშნა, ამ დროისთვის მხოლოდ წყალს, ჩაისა და მედიკამენტებს იღებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი