ახალი ამბები

კრიზისი სომხეთში – კოვიდ პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილები ამოიწურა

15 ოქტომბერი, 2021 • 1529
კრიზისი სომხეთში – კოვიდ პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილები ამოიწურა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადატვირთულობის გამო, ჰოსპიტალური სექტორი ქვეყანაში ვეღარ იღებს ახალ პაციენტებს – 200-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰოსპიტალიზაციის რიგშია, რადგანაც ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ დამძიმდა.

ოფიცალური ცნობით, უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა და ასაკობრივი ჯგუფებიც მეტად მრავალფეროვანი გახდა. რამდენჯერმე გაიზარდა ყოველდღიური სიკვდილობის მაჩვენებელიც [ბოლო 24 საათში 38 პაციენტი]

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სომხეთში უკიდურესად დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობა. ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის, დაახლოებით 6%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი